ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 722-ს მიაღწია

ჩინეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 3,399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 34,546-მდე გაიზარდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ დღემდე, ვირუსით დაავადებული 2,050 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

 

 

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

 

წაკითხვა 433 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 08 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.