ამ გვერდის ამობედვა

იაპონიაში საკრუიზო ლაინერში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ საკრუიზო გემ Diamond Princess -ზე იაპონიაში 70-ს მიაღწია.

 

ბოლო მონაცემებით, ვირუსი კიდევ ექვს ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც ევაკუირებულები არიან. მანამდე არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი 64 ადამიანს ჰქონდა, რის გამოც მათი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

 

 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში, სათხილამურო კურორტ ლე კონტამინ-მონჟუაზე, ხუთი ბრიტანელი დაავადდა კორონავირუსით თანამემამულისგან, რომელიც სინგაპურიდან ჩამოვიდა. მან კურორტზე ოთხი დღე გაატარა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები შინ დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა, რის გამოც ჰოსპიტალიზებულია.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 423 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 09 2020