ამ გვერდის ამობედვა

გაუქმებული ავიარეისები და გადადებული საფეხბურთო მატჩები - ბრიტანეთს თავს ქარიშხალი "სიარა" დაატყდა (ვიდეო)

დიდ ბრიტანეთშ თავს ქარიშხალი "სიარა" დაატყდა.

ძლიერი ქარისა და წვიმის გამო გადადებულია ავიარეისები, რამდენიმე სამგზავრო მატარებლის რეისის გაუქმების გარდა, ბრიტანეთის რკინიგზის ხელმძღვანელობამ მემანქნაეებს მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/სთ-მდე შეუზღუდა. ქარმა წააქცია ხეები, რომლებმაც საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს. ქარის სიჩქარე 114 კმ/სთ=ს, ხოლო უელსში 150 კმ/სთ-საც კი აღწევს. დატბორილია გზები და დაბლობი ადგილები, არსებობს დიდი წყალდიდობის საფრთხეც. ლონდონში დაკეტილია ყველა საზოგადოებრივი პარკი, გადაიდო მანჩესტერ სიტი - ვესტ ჰემის საფეხბურთო მატჩი. ჩრდილოეთში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი.

 

წაკითხვა 440 ჯერ