ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციის გრძელვადიან ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ორგანიზაციის გრძელვადიან ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირს 75 მილიონი ევრო მოაკლდა და ორგანიზაციაში დარჩენილ 27 ქვეყანას სწორედ დარჩენილი თანხის განკარგვის შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა ბრიუსელში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.

 

„უნდა ვაღიაროთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა ძალიან დიდია, ამის გამო ვერ მოვახერხეთ შეთანხმება“,- განუცხადა გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლოსთვის გარიგება ვერ მოხდება, 2021 წლიდან ბლოკს პროექტების უმრავლესობის შეჩერება მოუწევს.

წაკითხვა 493 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.