March 28, 2024

ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული

ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსი არა მარტო ყუმში, არამედ ბევრ ქალაქშია გავრცელებული.

 

„არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავდაპირველად კორონავირუსი ყუმის ქალაქში დაფიქსირდა, ახლა კი მრავალ ქალაქშია გავრცელებული, მათ შორის: თეირანში, ბაბოლში, არაკში, ისპაანში და სხვა ქალაქებში“, - განაცხადეს სამინისტროში.

 

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. ირანში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მათი თქმით, გავრცელებული ცნობები ძალიან „სანერვიულოა“.

 

შეგახსენებთ, გუშინ, ირანში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა. მედიაში ვარაუდობენ, რომ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ ირანის ოფიციალური პირები სწორედ ამიტომ არ ავრცელებდნენ. ირანში, ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის კორონავირუსით 5 ადამიანი დაიღუპა.

წაკითხვა 1444 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.