ამ გვერდის ამობედვა

ირანში კორონავირუსის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 8 ადამიანი

ირანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, რომელთაგან რვა ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ დღეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

 

 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებულთა რაოდენობა 28 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან ხუთი გარდაიცვალა.

 

 

ირანში კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ პირველი ინფორმაცია 19 თებერვალს გავრცელდა.

 

 

ამ დროისთვის, ვირუსით დაავადების შემთხვევები გამოვლენილია პროვინციებში - ყუმში, მარქაზისა და მაზენდერანში.

 

 

წაკითხვა 445 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 23 2020