ამ გვერდის ამობედვა

თურქეთში მიწისძვრას სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე, თურქეთის ვანის პროვინციაში სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 5.

 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ზრდასრული და 3 ბავშვი. მისივე ცნობით, 1000-ზე მეტი შენობა დაზიანდა.

 

 

მაშველები ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოყვანის ოპერაციას ახორციელებენ. თურქეთის მედიის ინფორმაციით, მიწისძვრამ თურქეთის 43 სოფელში გამოიწვია ზარალი. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მიწიდან 5 კილომეტრის სიღრმეში თურქეთ-ირანის საზღვარზე კვირას გამთენიისას მოხდა.

წაკითხვა 474 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 23 2020