"ქალაქი ყუმი საშინელ მდგომარეობაშია, იქ ყოველდღე ათამდე ადამიანი კვდება"-ირანელი დეპუტატი

ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით სულ მცირე 50 ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო ILNA ქვეყნის დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, დეპუტატმა ახმად ამირაბად ფარახანიმ, არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს დააკისრა.

 

„ყუმი საშინელ მდგომარეობაშია. იქ ყოველ დღე დაახლოებით 10 ადამიანი კვდება. მთავრობა ვერ აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელებას. სწორია, რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისე მოვიქცეთ თითქოს არაფერი მომხდარა. კორონავირუსი ყუმში სამი კვირის წინ გაჩნდა, მაგრამ ამის შესახებ საკმაოდ გვიან განაცხადეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ამ დრომდე, სამედიცინო პერსონალს რეგიონში სათანადო ეკიპირება არ მიუღია და ისე უწევთ პაციენტების მკურნალობა.

 

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ირანის ჯანდაცვის სამინისტრო. მათი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა.

წაკითხვა 871 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.