March 28, 2024

სინგაპურის მთავრობა ერთი თვის ხელფასზე უარს ამბობს, მედიკოსებს კი პრემიებს გადასცემს

სინგაპურის მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად ერთი თვის ანაზღაურებაზე უარს ამბობენ.

ქვეყნის პრემიერის ლი ჰსიენ ლუნგის განცხადების მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირები ერთი თვის, სხვა მაღალჩინოსნები კი ნახევარი თვის ხელფასზე ამბობენ უარს. სანაცვლოდ, ქვეყანა სპეციალურ პრემიებს გადასცემს მედიკოსებსა და სხვა პირებს, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არის ჩართული. 



"გამორჩეული ვაჟკაცობისა და თავდადებისთვის ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელიც უშუალოდ ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლაში, მიიღებს სპეციალურ პრემიას ერთი სამუშაო თვის ხელფასის ოდენობით. ამაში შედის ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, ოფიცრები და სხვა პირები ვინც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინახაზზეა. 



იმისათვის რათა გამოვავლინოთ ჩვენი სოლიდარობა სინგაპურის იმ მაცხოვრებელთა მიმართ, ვინც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მეც და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის პარლამენტის წევრები და ქვეყნის პრეზიდენტი ჰამილა იაკობი, ერთი თვის გასამრჯელოზე ვამბობთ უარს, სხვა მაღალჩინოსნები კი ნახევარი თვის ხელფასზე. 



ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ დაავადებასთან ბრძოლაში და ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას,"- ამბობს სინგაპურის პრემიერი ლი ჰსიენ ლუნგი. 

29 თებერვლის მდგომარეობით, სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 102-ს შეადგენს. ქვეყანაში ახალი ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები ჯერ არ ფიქსირდება. 


შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა. 
 
წაკითხვა 608 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.