ამ გვერდის ამობედვა

"ტრამპო, მოხსენი წყეული სანქციები, რომ ვირუსს გავუმკლავდეთ" - ირანის ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა

ირა­ნის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ესო­ში­ე­ი­თიდ პრე­სი“ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. მუ­ჰა­მედ მირ­მო­ჰა­მა­დი 71 წლის იყო.

 

ექ­სპერ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ირან­ში 5.5.%-ია, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ მო­ნა­ცე­მებს. ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია ქვეყ­ნი­დან სა­კუ­თა­რი დიპ­ლო­მა­ტე­ბის ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყო დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ირა­ნი­დან თა­ვი­ან­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გაყ­ვა­ნას სხვა ქვეყ­ნე­ბიც გეგ­მა­ვენ.

 

 

ამას­თან, ირა­ნი ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის ფონ­ზე აშშ-ს სთხოვს, სან­ქცი­ე­ბი მო­უხ­სნას. ამის შე­სა­ხებ ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, ხე­სა­მე­დინ აშე­ნამ დო­ნალდ ტრამპს "ტვი­ტე­რის“ პი­რა­დი გვერ­დი­დან მი­მარ­თა.

 

 

 
 
"დო­ნალდ ტრამპ, ვერ ხვდე­ბი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრობ­ლე­მაა? რაც მე­ტად გავ­რცელ­დე­ბა ის აქ, მე­ტად გავ­რცელ­დე­ბა იქაც. ნუ და­ე­ლო­დე­ბი მო­პა­ტი­ჟე­ბას, რომ დაგ­ვეხ­მა­რო ვირუ­სის შე­კა­ვე­ბა­ში, მოხ­სე­ნი ეს და­წყევ­ლი­ლი სან­ქცი­ე­ბი, რომ შევ­ძლოთ მას­თან გამ­კლა­ვე­ბა“, - წერს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.
 
 
 

ცნო­ბის­თვის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, ირან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 1000-მდე ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ხოლო და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 50-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

 

 

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით კი, ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გა­შოა და და­ღუ­პულ­თა და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს მკვეთ­რად აღე­მა­ტე­ბა. BBC გა­სულ შა­ბათს წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, რომ ირან­ში ვირუს­მა 210 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 510 ჯერ

სიახლეები