ამ გვერდის ამობედვა

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა.

ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, იტალიაში დაღუპულთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათის მანძილზე 27 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩინეთს გარეთ COVID-19-ით ფატალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, იტალიაში კორონავირუსი ამ დროისთვის 2 502 პირს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ საავადმყოფოებში ადგილების და ექიმების დეფიციტია.

 

ცნობისთვის, ირანის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში 77-ს აღწევს.

წაკითხვა 584 ჯერ