ამ გვერდის ამობედვა

ვინ გახდა უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი?

უკრაინის უმაღლესმა რადამ, რიგგარეშე სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 291-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

პროცედურის თანახმად, ახალმა პრემიერ-მინისტრმა უმაღლეს რადას მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

 

 

საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის კანდიდატურებს ქვეყნის პრეზიდენტი წარადგენს.

 

 

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს, მიიღო დადგენილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადადგომის შესახებ. გადაწყვეტილებას მხარი 411 დეპუტატიდან, 353-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

 

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შედეგად ითვლება, რომ გადამდგარია მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 459 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 04 2020