ამ გვერდის ამობედვა

კორონავირუსის გამო, იტალიაში, ლომბარდიის რეგიონი და 14 პროვინცია ჩაკეტეს - სავალდებულო კარანტინში 16 მილიონი ადამიანია

იტა­ლი­ა­ში, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­სა და 14 პრო­ვინ­ცი­ა­ში, 16 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯუ­ზე­პე კონ­ტემ გა­ნა­ცხა­და.

 

ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და­ი­ხუ­რე­ბა სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი, აუ­ზე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი და სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი.

 

 

კა­რან­ტი­ნი ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ში, მი­ლან­ში, ვე­ნე­ცი­ა­ში, პარ­მა­ში, მო­დე­ნა­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრო­ვინ­ცი­ა­ში 3 აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და ამ დრომ­დე, გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ტო­ვე­ბა ან იქ შეს­ვლა იკ­რძა­ლე­ბა.

 

 

ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-ით გა­ი­ზარ­და და 230-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში 1 200 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 5 883-მდე გა­ი­ზარ­და.

 

წაკითხვა 475 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 08 2020