April 26, 2024

ნიუ-იორკში კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია, კორონავირუსის გამო გაუქმდა

კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია, სახელწოდებით „ბიზნესის კეთება კორონავირუსის ფონზე“, რომელიც ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გაუქმდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

კონფერენცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა საბჭო მართავდა, პარასკევს იყო ჩანიშნული.

 

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ გადაიდო ან გაუქმდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საბჭოს 11 მარტიდან 3 აპრილის განმავლობაში უნდა ჩაეტარებინა.

 

შეგახსენებთ, ამ დროის worldometers-ის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის 1010 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა.

წაკითხვა 387 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.