ამ გვერდის ამობედვა

ჩინელი ექიმები იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გაემგზავრნენ

ჩი­ნეთ­მა იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მე­დი­ცი­ნის ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუ­ფი გაგ­ზავ­ნა. ამის შე­სა­ხებ ჩი­ნუ­რი და იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ.

ჩი­ნეთ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც იტა­ლი­ა­ში Covid-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და, ისე­ვე რო­გორც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა ვირუ­სით დარ­დაც­ვლილ­თა რი­უ­ცხვმაც.

 

ჩი­ნე­თის შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტია, და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­შიც, ამი­ტო­მაც გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს.

 

ჩი­ნეთ­ში ბოლო დღე­ებ­ში ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დას­ტა­ბი­ლურ­და, ქვე­ყა­ნა­ში უკვე ახერ­ხე­ბენ ვირუ­სის კონ­ტროლს, დღი­თი დღე მცირ­დე­ბა ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. ჩი­ნე­ლი მე­დი­კო­სე­ბი კი კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით ექ­სპერ­ტე­ბი არი­ან, რო­გორც გა­მო­ცე­მა La repubblica წერს, ექ­სპერტთა ჯგუ­ფი იტა­ლი­ა­ში დღეს გა­ემ­გზავ­რა.

გამ­გზავ­რე­ბამ­დე კი ორი ქვეყ­ნის ჩი­ნე­თი­სა და იტა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა.

 

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­ა­ში ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და 10 149 ადა­მი­ა­ნი, გარ­და­იც­ვა­ლა 631, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 1004 პა­ცი­ენ­ტი.

წაკითხვა 702 ჯერ