მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ

ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს, რიტა უილსონს, კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით თავად განაცხადა.

წყვილს კორონავირუსი მაშინ დაუდგინდა, როდესაც გადაღებებზე ავსტრალიის შტატ ქვინსლენდში იმყოფებოდა. ისინი ახლა მკურნალობას ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში გადიან. ჯერჯერობით უცნობია წყვილის დაინფიცირების წყარო.

 

„ჩვენ თავს დაღლილად ვგრძნობთ, თითქოს გავცივდით. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს დღევანდელ მსოფლიოშია აუცილებელი, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარეთ და დადებითი შედეგი გვქონდა“, - წერს ტომ ჰენქსი „ტვიტერის“ გვერდზე.

წაკითხვა 474 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.