ამ გვერდის ამობედვა

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტს ჯაირ ბოლსონერის კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ „ბიზნესინსაიდერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

 

აღსანიშნავია, რომ კვირას, პრეზიდენტი თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტები ერთად სხედან და ერთმანეთს ხელს ართმევენ. მედიის ინფორმაციით, კორონავირუსი აქვს ბოლსონერის პრესსპიკერსაც, რომელიც ასევე ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტმა ხუთშაბათს ახალ კორონავირუსზე ანალიზები ჩააბარა მას შემდეგ, რაც მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რომელიც მას ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ახლდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეთრ სახლში ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

წაკითხვა 587 ჯერ