ამ გვერდის ამობედვა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დილის შემდეგ კიდევ გაიზარდა და 64-ს შეადგენს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ კონტაქტი ისეთ პირებთან, ვისაც ვირუსის სიმპტიმები აქვს და ხშირად იბანონ ხელები.

 

შეგახსენებთ, სომხეთში გუშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

წაკითხვა 552 ჯერ