ამ გვერდის ამობედვა

"კოლეგები ამბობენ, რომ ირანის ბედი გველის... აქ ბევრი ექიმი და ექთანია ინფიცირებული..." - რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ "ჩუმ პანიკაზე"

რუ­სეთ­ში უკვე გა­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ კრემ­ლის მიერ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა და რე­ა­ლო­ბა, ძა­ლი­ან შორს არის, პუ­ტი­ნის მე­დი­ის მიერ ასა­ხუ­ლი სუ­რა­თის­გან...

 

ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი მშვი­დი ტონი რუსი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს, 1986 წელს მომ­ხდა­რი ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფის შემ­დგომ პე­რი­ოდსაც კი ახ­სე­ნებს, რო­დე­საც "ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და".

 

 

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი გან­წყო­ბა სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ებ­სა და აფ­თი­ა­ქებ­ში კარ­გად ჩანს. მო­სახ­ლე­ო­ბა ცუ­დის მო­ლო­დინ­ში მა­რა­გის გა­კე­თე­ბას ცდი­ლობს...

 

 

 
 
აი, რას გვიყ­ვე­ბა რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, 62 წლის ნელი, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში წლე­ბია ცხოვ­რობს და ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობს:
 

"პა­ნი­კუ­რი გან­წყო­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა იგ­რძნო­ბა. კო­ლე­გე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, ირა­ნე­ლი ექი­მე­ბის ბედი გვე­ლის, ძა­ლი­ან ბევ­რი ექი­მი და ექთა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლიო... მათ უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ სა­ეჭ­ვო პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მი­ე­ღოთ, ად­მი­ნის­ტრა­ცია გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­დათ, გა­ა­კონ­ტრო­ლეთ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა პა­ნი­კა არ და­თე­სო­სო...

 

 

ჩვენ­ზე არა­ვის უფიქ­რია, არც იმ ხალ­ხზე, ვი­საც დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდათ, მაგ­რამ ანა­ლი­ზი არც აუ­ღეს და ისე გა­უშ­ვეს სახ­ლში... მა­თაც ალ­ბათ ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ი­ა­რეს ტრან­სპორ­ტი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი, ჰქონ­დათ კონ­ტაქ­ტი ოჯა­ხის წევ­რებ­თან, გა­ნაგ­რძეს მუ­შა­ო­ბა სამ­სა­ხუ­რებ­ში...

 

 

ზოგი ექი­მი არც კი იყო გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ამ ვირუ­სის შე­სა­ხებ. რო­დე­საც უკვე მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი მა­სობ­რი­ვი სახე მი­ი­ღო, თა­ვად წა­ი­კი­თხეს ინ­ფორ­მა­ცია თუ რო­გორ იმოქ­მე­დონ. ანა­ლი­ზე­ბი გა­დაგ­ზავ­ნეს და პა­სუ­ხე­ბიც მო­ვი­და, მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნი იყო... შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტი და­ვი­ბა­რეთ და ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლას არ ჰქონ­და, პა­ნი­კა რომ არ და­წყე­ბუ­ლი­ყო...

 

 

სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ვრე­კავ­დით ახ­ლობ­ლებ­თან, ძველ პა­ცი­ენ­ტებ­თან, ვის­თა­ნაც მე­გობ­რუ­ლი ურ­თერ­თო­ბა გვაქვს და ვაფრ­თხი­ლებ­დით, რომ მო­რი­დე­ბოდ­ნენ სახ­ლი­დან გა­მოს­ვლას, მი­ე­ღოთ ბევ­რი ცხე­ლი სი­თხე და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში არ გა­სუ­ლიყ­ვნენ... ბევ­რის­თვის გაგ­ვი­ჭირ­და ამის ახ­სნა, რად­გან კრემ­ლის მე­დი­აპ­რო­პა­გან­და ძა­ლი­ან ძლი­ე­რია.

 

არი­ან მო­ხუ­ცე­ბი, მათი შვი­ლე­ბი წე­ლებ­ზე ფეხს იდ­გა­მენ, რომ ბი­ნის ქი­რის ფული იხა­დონ და ოჯა­ხე­ბი არ­ჩი­ნონ, ეს მო­ხუ­ცე­ბი კი, ბი­ნას სა­ხელ­მწი­ფოს, პუ­ტინს უტო­ვე­ბენ და პენ­სი­ით და­ნა­ზოგს აკე­თე­ბენ, პუ­ტი­ნის ფონდში რომ გა­და­რი­ცხონ... ასე­თებს ვე­რა­ფერს აუხ­სნი, "ონ ჩეს­ნი ჩე­ლო­ვე­კო" გე­ტყვი­ან...

 

 

ბევ­რმა მა­შინ­ვე მი­მარ­თა ექიმს და ანა­ლი­ზე­ბიც ჩა­ა­ბა­რა, რომ­ლის პა­სუ­ხებ­მაც, საკ­მა­ოდ და­აგ­ვი­ა­ნა. ჩვენ ვი­ვა­რა­უ­დეთ, რომ ამას ერთი ახ­სნა აქვს, - რუ­სეთ­ში იმა­ზე ბევ­რი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, ვიდ­რე გვე­გო­ნა.

 

 

არ გვქონ­და საკ­მა­რი­სი ეკი­პი­რე­ბა, სპე­ცტან­საც­მე­ლი, სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბი, პირ­ბა­დე­ე­ბიც კი, შემ­დეგ თან­და­თან მო­ი­ტა­ნეს. სა­დღაც და­ი­წე­რა 1600-მდე ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლიო, მე კი მგო­ნია, რომ მეტი იქ­ნე­ბა, რად­გან იმ სა­ა­ვად­მყო­ფოს მე­ნე­ჯმენ­ტის მუ­შა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­დაც მე ვმუ­შა­ობ, მშვი­დად ყოფ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს..." - ამ­ბობს  ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

 

 

ვახო აკო­ბია, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

 

"პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­სო, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და ხალ­ხმა გარ­შე­მო მა­ღა­ზი­ე­ბი და­ა­ცა­რი­ე­ლა. ჰი­გი­ე­ნუ­რი ნივ­თე­ბის გარ­და, ძი­რი­თა­დად, ბურ­ღუ­ლე­ულ­სა და კონ­სერ­ვებს ეზი­დე­ბოდ­ნენ, ასე­ვე, მა­ი­ო­ნეზს, მა­რილ­სა და ზეთს. თან ისი­ნი, ვინც სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბენ, წე­სით, მათ უნდა ჰქონ­დეთ პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია...

 

 

 

 

სამ­სა­ხურ­ში სა­დაც ვმუ­შა­ობ, საკ­მა­ოდ ხალ­მხმრავ­ლო­ბაა. სკო­ლის მერე ჩემი შვი­ლი გა­მო­მივ­ლის და ერ­თად მივ­დი­ვართ სახ­ლში.

 

 

ერთ დღეს, ნაც­ნობ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა გვი­თხრა: "პირ­ბა­დე­ე­ბი მა­ინც გა­ი­კე­თეთ, ისე­თი სა­ში­ში ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, წე­სით ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ზო­მებს უნდა იღებ­დე­სო". რომ ვკი­თხე, თქვენ რა­ტომ არ გი­კე­თი­ათ­მეთ­ქი - "უფ­ლე­ბა არ მაქვს, ამი­ტომ, დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის, გა­დავ­კრავ ხოლ­მეო..." არ ვიცი, იცავს თუ არა პირ­ბა­დე, მაგ­რამ მას ათას­ჯერ მეტ ადა­მი­ან­თან უწევ­და კონ­ტაქ­ტი. ახლა კი ამ­ბო­ბენ, და­მალ­ვას რა აზრი აქ­ვსო, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მა­ლა­ვენ" - ყ­ვე­ბა აკო­ბია.

 

 

თეა ლა­ლი­აშ­ვი­ლი, პე­ტერ­ბურ­გში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი:

 

"წლე­ბია სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ვმუ­შა­ობ. ჩემს წინ უზ­ბე­კე­ბის ოჯახს ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია ჰქონ­დათ. ვიცი, რომ მა­მა­კა­ცი გა­ცივ­და და ცუ­დად გახ­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­აწ­ვი­ნეს. რა­ღაც ვირუ­სი და­უდ­გი­ნე­სო. სა­ბუ­თე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ და მერე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან... არ ვიცი თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ, თუ კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ არ ჩა­ნან... იმე­დია, კარ­გად არი­ან. ხალ­ხი პა­ნი­კა­შია და სულ კი­თხუ­ლობს მათ ამ­ბავს, თო­რემ სხვა დროს, შე­იძ­ლე­ბა არც კი შე­ემ­ჩნი­ათ, რომ არ არი­ან..." - გვე­უბ­ნე­ბა პე­ტერ­ბურ­გში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი.

 

 

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლმა რუს­მა პო­ლი­ტო­ლო­გმა ვა­ლე­რი სო­ლო­ვეიმ სკან­და­ლური ინ­ფორ­მა­ცი­ა გა­აჟ­ღე­რა, რომ რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ უკვე მი­აღ­წია 150-180 ათას ადა­მი­ანს, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი კი - 1600 ადა­მი­ანს აღ­წევს. მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­ა­ლო­ბას უბ­რა­ლოდ მა­ლავს.

 

 

კრემ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით კი, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც აწ­ვდის, რუ­სეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 114 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და მათ­გან 8 ადა­მი­ა­ნი უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 517 ჯერ

სიახლეები