"ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია"- დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და გამონათქვამში - „ჩინური ვირუსი“ - რასისტული არაფერია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უწოდებს ის „COVID 19“-ს „ჩინურ ვირუსს“ და რომ ბევრი ადამიანი ამას რასიზმად მიიჩნევს, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

 

„ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია. ის ჩინეთიდან მოდის. მსურს, ზუსტად გამოვხატო ჩემი სათქმელი.“

 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა და რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, მათ შორს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პოპმეომ, Covid-19 არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც „ჩინური ვირუსი.“

წაკითხვა 529 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.