მსოფლიო საპატრიარქო მარტის ბოლომდე ღვთისმსახურებისა და რიტუალების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის
კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე, მსოფლიო საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს.
"1. მსოფლიო საპატრიარქოს სურს ხაზი გაუსვას მის მოწოდებას, რომ ყველამ შეზღუდოს მოგზაურობა და სახლიდან გასვლა, დარჩნენ სახლში საკუთარი და ზოგადად საზოგადოების უსაფრთხოების გამო.
2. აფასებს იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში საქმიანობენ და მადლიერებას გამოხატავს მათი განსაკუთრებული და უდიდესი ძალისხმევის გამო, რომ დაეხმარონ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვთ იმ ფონზე, რომ იაზრებენ იმ რისკს რაც მოდის კორონავირუსით დაავადებულებთან კონტაქტისგან.
3. ხაზგასმით აღნიშნავს აუცილებლობას, რომ ყველა დაემორჩილოს იმ ინსტრუქციებს, რომელსაც ჯანდაცვის ოფიციალური პირები აწესებენ საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
4. ზოგიერთი ეპარქიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ ვაცხადებთ საეკლესიო გადაწყვეტილებას, რომ მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა ღვთისმსახურება და რიტუალები, გარდა პირადი ლოცვებისა, რომელიც აღსრულდება ეკლესიებში, რომელიც იქნება ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მომავალში პანდემიასთან არსებული მდგომარეობის განვითარების შესაბამისად.
5. საპატრიარქო და სტავროპეგიის ყველა მონასტერი განაგრძობს რეგულარულ ღვთიურ მსახურებას სამონასტრო წევრებისთვის, მაგრამ არ დაიშვას მომლოცველთა და მნახველთა გარედან შემოსვლა.
6. ამავე წესით, მსოფლიოს საპატრიარქოს ოფისები დახურულ იქნება შემდგომ შეტყობინებამდე, ვიდრე მსოფლიო პატრიარქი და სამღვდელოება ილოცებს და ღვთისმსახურებას განახორციელებს მთელი მსოფლიოსთვის, რომ მოხდეს ამ განსაცდელის მალე დასრულება“, - წერია განცხადებაში.
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ