"მეფე არ ვარ! ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ!" -ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც მას მეფეს უწოდებენ. მისი თქმით, ის მეფე არ არის, რადგან მეფეები ბრძანებებს გასცემენ, ხოლო პრეზიდენტები ყოველ დღე მუშაობენ.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „ტასთან“ ინტერვიუში სახელწოდებით „20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

 

„ეს სიმართლე არ არის. მე ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ. მეფე ის არის, ვინც ზის, ზევიდან იყურება და ამბობს „აი, გიბრძანებ“ , თავად ქუდებს ისინჯავს და სარკეში იყურება“,-აღნიშნა პუტინმა.

 

მისივე თქმით, თავდაპირველად „თავშიც არ მოსვლია“, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა.

 

„მე იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ აღმოვჩნდებოდი. ეს თავში არც მომსვლია და არც შეიძლება მომსვლოდა“,-განაცხადა პუტინმა.

წაკითხვა 719 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.