რუსეთი ევროპაში პანიკას თესავს - როგორ იყენებს კრემლი პანდემიას დეზინფორმაციის გასავრცელებლად

“ახლა უკვე ევროკავშირმა, შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთი დასავლეთის ქვეყნებში კორონავირუსთნ დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გვრცელებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ “ფაინენშლ ტაიმზი” 16 მარტის ევროკავშირის დახურულ მოხსენებაზე დაყრდნობით წერს. დოკუმეტში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, პრო-რუსულმა მედიამ ევროპულ საზოგადოებაში პანიკის და შიშის გასავრცელებლად დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო, ხოლო დეზინფორმაციის ყველაზე აქტიური გამავრცელებლები იმ სოციალური ქსელების ანგარიშებია, რომლებმაც ადრე სფრანგეთში “ყვითელჟილეტიანების” პროტესტის შესახებ დაწერეს, ახლა კი კორონავირუსზე დეზინფორმაციებს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე აქვეყნებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთი ევროპაში პანიკას თესავს - ევროკავშირის მოხსენებაში საუბარია, როგორ იყენებს კრემლი პანდემიას დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

 

 

“ამ ანგარიშებიდან ისინი მასიურად წერენ დეზინფორმციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსი იარაღად გამოიყენეს და ხელოვნურად გაავრცელეს და აპოკალიფსს წინასწარმეტყველებენ. დეზინფორმციულ ცნობებში ასევე ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელებით კაპიტალისტები სარგებლობენ. ამავე დროს, ეს ანგარიშები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძოლას კოროვირუსის წინააღმდეგ წარმატებულად აფასებენ. ბრიუსელი შიშობს, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებულმა ყალბმა მოქმედებებმა შესაძლოა ევროპაში მიმდინარე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ხელი შეუშალოს. ინფიცირების კუთხით ევროპული ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: იტალია (30 ათასზე მეტი), ესპანეთი (11 ათასზე მეტი), გერმანია (9 ათასზე მეტი), საფრანგეთი (თითქმის 8 ათასი) და შვეიცარია (თითქმის 3 ათასი)”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

რაც შეეხება ამერიკას, თებერვლის ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში კორნავივირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ეჭვი შეიტანა. აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში ინფექციის შესახებ სოციალურ მედიაში კოორდინირებული ფორმით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაც გლობალურ მცდელობებს ეპიდემიის დაძლევის მიზნით ძირს უთხრის. გარდა ამისა, აშშ აღნიშნავს, რომ ასეთი მომხმარებლები ხელს უწყობენ იმ აზრის გავრცელებას, რომ ამერიკის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების უკენ დგას, რითაც ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ კი აშშ-ს უპასუხა, რომ ამგვარი ბრალდებები მიზანმიმართულ ქმედებას გავს."

წაკითხვა 397 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.