ექსპერტები შიშობენ, რომ უპრეცედენტო მოხმარებამ, შესაძლოა, ინტერნეტის მიწოდებას პრობლემები შეუქმნას

“იუთუბი“ ევროკავშირის მასშტაბით მაუწყებლობის ხარისხს შეამცირებს, რომ მოახდინოს ინტერნეტის უპრეცედენტოდ მაღალ მოხმარებასთან გამკლავება. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ამასთან ევროკავშირმა Netflix -ს მოუწოდა, რომ ხარისხი შეამციროს, რადგან ინტერნეტის მოხმარებას საფრთხე არ შეექმნას.

 

ოფიციალური პირები პლატფორმებს სთხოვენ, შეწყვიტონ მაღალი ხარისხის ვიდეოების ჩვენება. ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი კი მომხმარებლებს მიმართავს და სთხოვს არ გამოიყენონ HD ხარისხი თუ ამის აუცილებლობა არ არის.

 

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ინტერნეტის მოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა, სერვერებმა მსგავს ზეწოლას ვერ გაუძლოს.

წაკითხვა 798 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.