March 29, 2024

"თუ ვინმე გიყვარს, ნუ ჩაეხუტები, ეს მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელია"

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი ხალხს სთხოვს დისტანცია დაიცვან და ერთმანეთს არ ჩაეხუტონ, რათა ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო არ მოხდეს.

„თუ ვინმე გიყვარს, ნუ ჩაეხუტები. ეს ალოგიკურია, მტკივნეულია, მას შეიძლება ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვეს, შემაშფოთებელია, მაგრამ ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“,-აღნიშნა პრემიერმა.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 995 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 372-ს მიაღწია.

წაკითხვა 454 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.