ამ გვერდის ამობედვა

"გარდაცვალების შემთხვევები, რის შესახებაც გვესმის, მხოლოდ რიცხვები არაა, ისინი ადამიანები არიან"

გარდაცვალების შემთხვევები, რის შესახებაც გვესმის, მხოლოდ რიცხვები არაა, ისინი ადამიანები არიან, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ყველა „არააუცილებელი ქარხანა“ უნდა დაიხუროს, ვინაიდან იტალია მსგავს მწვავე კრიზისში „მეორე მსოფლიო ომის“ შემდეგ არ ყოფილა.

 

მისი განმარტებით, დახურვა არ შეეხება იმ საწარმოებს, სადაც საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა მზადდება.

 

ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, რომ უამრავი მოქალაქის სიკვდილი დიდი ტკივილია იტალიისთვის.

 

„უამრავი მოქალაქის სიკვდილი ის ტკივილია, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურად გვიწევს. გარდაცვალების შემთხვევები, რის შესახებაც გვესმის, მხოლოდ რიცხვები არაა, ისინი ადამიანები არიან,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსის 47 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 4 000-ს აჭარბებს.

წაკითხვა 525 ჯერ