ამ გვერდის ამობედვა

მედიის ინფორმაციით, 8 აპრილს ქალაქ უხანში კარანტინი გაუქმდება

ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში აცხადებენ, რომ ქალაქ უხანზე მკაცრი კარანტინი 8 აპრილიდან მოიხსნება.

 ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

 

კარანტინის მოხსნა ასევე გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებას. ასევე ცნობილი ხდება, რომ მოსახლეობის ნაწილი სამსახურებს ეტაპობრივად დაუბრუნდება.

 

დღეს უკვე მეექვსე დღეა, რაც ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

წაკითხვა 822 ჯერ