March 28, 2024

ჩინეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას კრძალავს

ჩინეთი ხვალიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლას დროებით უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ მსოფლიოში კორონავირუსის სწრაფი გავრცელებისა და ქვეყანაში იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო მიიღო.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხებათ მხოლოდ დიპლომატებსა ე.წ. „ც“ კატეგორიის ვიზის მქონე პირებს.

 

მათივე განმარტებით, გამონაკლისი შეიძლება დაიშვას „გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროების მქონე“ და გარკვეულ სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვისაც.

 

გარდა ამისა, ჩინეთი შეზღუდვას აწესებს ფრენების სიხშირეზე როგორც ჩინური, ასევე უცხოური ავიაკომპანიებისთვის, კერძოდ, კვირაში მხოლოდ ერთი რეისი უნდა შესრულდეს.

 

შეგახსენებთ, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 54 იმპორტირებული და 1 ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა.

წაკითხვა 721 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.