ჩინეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას კრძალავს
ჩინეთი ხვალიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლას დროებით უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ მსოფლიოში კორონავირუსის სწრაფი გავრცელებისა და ქვეყანაში იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო მიიღო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხებათ მხოლოდ დიპლომატებსა ე.წ. „ც“ კატეგორიის ვიზის მქონე პირებს.
მათივე განმარტებით, გამონაკლისი შეიძლება დაიშვას „გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროების მქონე“ და გარკვეულ სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვისაც.
გარდა ამისა, ჩინეთი შეზღუდვას აწესებს ფრენების სიხშირეზე როგორც ჩინური, ასევე უცხოური ავიაკომპანიებისთვის, კერძოდ, კვირაში მხოლოდ ერთი რეისი უნდა შესრულდეს.
შეგახსენებთ, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 54 იმპორტირებული და 1 ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა.
სიახლეები
- "დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!" - ფრიდონ შუბითიძე
- 29 აპრილს, ქუთაისში აქცია-კონცერტი - “არა რუსულ კანონს” გაიმართება
- "სენატორების წერილი განგაშის ზარია"- სალომე სამადაშვილი
- "პროვოკაციებს არ დავუშვებთ - კარგია, რომ აქციები სხვადასხვა დღეს იმართება" - ირაკლი ღარიბაშვილი
- "მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელია, მასში მზაკვრობაა ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი" - ირაკლი ღარიბაშვილი