ამ გვერდის ამობედვა

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის 18 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 103 000-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცლებს.

 

გამოცემის ცნობით, ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხვიც და ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 632-ია.

 

ექიმები და ექთნები აცხადებენ, რომ საკმარისი რაოდენობის დამცავი აღჭურვილობა არ აქვთ. საავადმყოფოების ხელმძღვანელების ინფორმაციით, მათ დამატებითი რაოდენობის სასუნთქი აპარატები სჭირდებათ.

 

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრმა ევროპიდან აშშ-ში გადაინაცვლა. დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით შეერთებულმა შტატებმა იტალიასა და ჩინეთს გადაუსწრო, ფატალური შემთხვევების რაოდენობით კი ის მეექვსე ადგილზეა იტალიის, ესპანეთის, ჩინეთის, ირანისა და საფრანგეთის შემდეგ.

წაკითხვა 538 ჯერ