ამ გვერდის ამობედვა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 31 000-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულია 146 000-ზე მეტი ადამიანი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 680 696-ს აღწევს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 31 000-ს გადააჭარბა.

 

 

Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 123 781 ადამიანი, იტალიაში - 92 472, ჩინეთში - 81 439, ესპანეთში - 78 797 და გერმანიაში - 58 247 ადამიანი.

 

 

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 10 023 გარდაცვლილი ჰყავს იტალიას, 6 528 - ესპანეთს, 3 300 - ჩინეთს, 2 640 - ირანს, 2 314 საფრანგეთს და 2 229 - აშშ-ს.

 

 

გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 146 396-ია, ყველაზე მეტი - 75 448 -ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

წაკითხვა 424 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 29 2020

სიახლეები