Bloomberg - ევროპას ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი ემუქრება

ევროპას ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტი ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, დეფიციტის მთავარი მიზეზი მუშა-ხელის ნაკლებობა გახდება.

 

 

როგორც წესი, ევროპაში ხილ-ბოსტნეულის მოსავლის აღებაში დასაქმებულები არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსული ადამიანები. კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე კი, ფერმერები მუშა-ხელის დეფიციტს პროგნოზირებენ. ასე რომ, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში მოსავლის აღების პრობლემა უკვე შეექმნათ, ნაყოფი დამწიფდა, მაგრამ მისი ამღები არავინ იყო.

 

 

ამჟამად, საფრთხის ქვეშაა მარწყვისა და სატაცურის მოსავალი. უახლოეს მომავალში, როგორც ფერმერები ამბობენ ინდუსტრიის კრიზისი იმოქმედებს სალათებზე, პომიდორზე, ხახვზე და ბარდაზე. თუმცა მხოლოდ მოსავლის აღება არ არის პრობლემა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქონლის დროულად შეგროვება მოხდა, ევროპაში შეზღუდული გადაადგილების გამო ბიზნეს-ოპერატორებს შესაძლოა, იმის დრო არ ჰქონდეთ, რომ პროდუქცია მაღაზიების დახლებზე განათავსონ.

 

 

ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები იმედოვნებენ, რომ ფერმერულ მეურნეობებში დროებით სტუდენტები დასაქმდებიან. ასევე ის ადამიანები, რომლებიც ეპიდემიის გამო დროებით უმუშევრად დარჩნენ.

 

 

ამასთან, როგორც Bloomberg-ი წერს, კორონავირუსის გავრცელების გამო, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო სურსათის მარაგების შექმნა. კერძოდ, სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ ტრადიცული საექსპორტო პროდუქტი საზღვრებს გარეთ აღარ გაიტანონ.

წაკითხვა 452 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.