ამ გვერდის ამობედვა

აზერბაიჯანში მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ

დღეიდან აზერბაიჯანში მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გატარებული ზომების ფარგლებში მიიღო.

 

საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მათ შორის: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სავაჭრო და საჯარო მომსახურების მიღების მიზნით შესაბამის ობიექტებში ვიზიტისას, ნაგვის გადაყრის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ასრულებს იმ ორგანიზაციის დავალებას, რომელიც სპეციალური რეჟიმის ფარგლებში ოპერირებს.

 

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 273 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 26-ია.

წაკითხვა 693 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 31 2020