ამ გვერდის ამობედვა

ამერიკულ ავიამზიდებს ვირუსმა შეუტია - "თეოდორ რუზველტი" და "რონალდ რეიგანი" დაინფიცირდნენ

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ამერიკულ ავიამზიდებს ვირუსმა შეუტია

("თეოდორ რუზველტი" და "რონალდ რეიგანი" დაინფიცირდნენ)

აშშ-ის ავიამზიდ "თეოდორ რუზველტზე", რომელიც ამჟამად კუნძულ გუამთან დგას, კორონავირუსი ბობოქრობს. მთელ ხომალდზე, რომლის ეკიპაჟი 6 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, კარანტინია გამოცხადებული, მიუხედავად ამისა, "როიტერის" მიხედვით, ინფექციის გავრცელებას ვერ აჩერებენ. 

 

ავიამზიდის კაპიტანმა ბრეტ კროზემ თხოვნით მიმართა აშშ-ის სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელებს, რომ ეკიპაჟი სიკვდილს გადაარჩინონ.

 

როგორც თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, ეკიპაჟის ევაკუაცია არ მოხდება. "ეკიპაჟს დახმარებას გარედან გავუწევთ. ჯერ-ჯერობით იქ მძიმე ავადმყოფებია არ არიან".

 

მარკ ესპერმა აღიარა, რომ კორონავირუსი გაჩნდა კიდევ ერთ ავიამზიდზე - "რონალდ რეიგანზე". 

 

"მიმაჩნია, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები შექმნილი სიტუაციით არ ისარგებლებენ. ჩვენ მაინც ფხიზლად ვიქნებით და სავარაუდო თავდამსხმელს საკადრის პასუხს გავცემთ", - თქვა მინისტრმა.

 

https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-usa-navy/sailors-do-not-need-to-die-warns-captain-of-coronavirus-hit-u-s-aircraft-carrier-idUSKBN21I2SV

" - წერს ის.
წაკითხვა 517 ჯერ