ნიუ-იორკის შტატში დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 731 ადამიანი დაიღუპა.

აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ამ შტატში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში ჯამში 138,836 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 5,489 გარდაცვლილი.

 

მონაცემები პრესკონფერენციაზე ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ წარადგინა. მისივე თქმით, ადგილობრივმა და ფედერალურმა მთავრობებმა ქალაქ ნიუ-იორკში საავადმყოფოებზე არსებული წნეხის შესამსუბუქებლად დაახლოებით 3 000 საწოლიანი ახალი საველე ჰოსპიტალი მოაწყეს.

 

ნიუ-იორკის შტატის შემდეგ, კორონავირუსის ეპიდემიამ ყველაზე მეტად მოიკიდა ფეხი მეზობელ ნიუ ჯერსის შტატში. აქ 41,090 ინფიცირებული და 1000-ზე მეტი გარდაცვლილია.

 

რაც შეეხება მთლიანად შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში ჯამში 380,000-ზე მეტი ინფიცირებულია. ვირუსს ემსხვერპლა 12 000-მდე ადამიანი, ხოლო მისგან განიკურნა 21 300 პაციენტი.

წაკითხვა 435 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.