ამ გვერდის ამობედვა

მსოფლიო ბანკის განცხადებით, 60 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება

მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბანკის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა წელს 5 პროცენტით შემცირდება.

 

„ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ეს კი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესის სრულ დაკარგვას ნიშნავს,“ - განაცხადა მალპასმა.

 

ცნობისათვის, მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით „უკიდურესი სიღარიბე“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ერთი ადამიანი დღიური საარსებო თანხა 1.90 აშშ დოლარზე ნაკლებია

წაკითხვა 479 ჯერ