ამ გვერდის ამობედვა

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კოროანვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა.

მონაცემები Worldometer-ის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

 

20 მაისისთვის COVID-19-ით ინფიცირების 5 004 136 შემთხვევაა დადასტურებული. პანდემიას 325 239 ადამიანი ემსხვერპლა. 1 972 167 კი გამოჯანმრთელდა.

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპებით პირველ ადგილზე აშშ რჩება. აქ COVID-19-ით 1 571 018 ადამიანი ინფიცირებული, 93 542 გარდაიცვალა.

 

მეორე ადგილზეა რუსეთი, აქ COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 308 705, გარდაიცვალა 2 972 ადამიანი.

 

მესამე ადგილზეა ესპანეთი აქ ინფიცირების 278,803 შემთხვევაა გამოვლენილი, 27 778 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ახალი კორონავირუსი 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული

წაკითხვა 398 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 20 2020

სიახლეები