March 29, 2024

აშშ-ში უცნობი "საბავშვო" სინდრომი მოზრდილებში დაფიქსირდა

აშშ-ში 20-25 წლამდე ასაკის რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

მათ ანთებითი სინდრომი აქვს, რომელიც ბავშვებში გავრცელებულ კავასაკის სინდრომს ჰგავს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post წერს.

 

პედიატრი ჯენიფერ ლაიტერი აცხადებს, რომ ბავშვებში დაავადება კავასაკის სინდრომს ჰგავს, რომელიც სისხლძარღვების ანთებით ხასიათდება. მოზარდებში და 20-25 წლის პაციენტებში კი რამდენიმე ორგანო ზიანდება, მათ შორის გულიც.

 

"დაავადება უფრო მძიმეა მათ შორის, ვინც ასაკით უფროსია", - განაცხადა ლაიტერმა.

 

ექიმი ჯეინ ბერნსი კი აცხადებს, რომ ზრდასრულ ადამიანებში ამ დაავადების დიაგნოსტიკა იშვიათად ხდება,

 

"ბევრ ექიმს, რომელიც ზრდასრულ პაციენტებთან მუშაობს, კავასაკი არ უნახავს, რადგან ეს ხომ ბავშვების დაავადებაა", - ამბობს ის. 

 

ახალი კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებულ სინდრომს, რომლითაც ბავშვები ავადდებიან სახელი უკვე ოფიციალურად დაერქვა და მას მულტისსისტემური ანთებითი სინდრომი, სხვაგვარად MIS-C ეწოდება. 

წაკითხვა 449 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.