ამ გვერდის ამობედვა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსისგან 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აღნიშნულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს. ამ დროისთვის, გლობალურად დადასტურებული შემთხვევები 5,3 მილიონს აღემატება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 340 000-ს აღწევს. ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, მას მოსდევს ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი და ბრიტანეთი.

 

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა, საიდანაც ის მოგვიანებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.

წაკითხვა 517 ჯერ