ამ გვერდის ამობედვა

დიდ ბრიტანეთში სკოლების ნაწილი პირველ ივნისს გაიხსნება

დიდ ბრიტანეთში სკოლების ნაწილი 1-ელ ივნისს გაიხსნება.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

 

ჯონსონის განცხადებით, მათ სურთ, რომ ბრიტანელი ბავშვები საკლასო ოთახებში დააბრუნონ, თუმცა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.

 

პირველ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში სკოლები იმ მოსწავლეებისთვის გაიხსნება, რომლებიც დაწყებით საფეხურზე სწავლობენ.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სკოლებს სპეციალური გაიდლაინები ექნებათ, როგორ უნდა გაიხსნას, რომ უზრუნველყოს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების უსაფრთხოება.

წაკითხვა 429 ჯერ

სიახლეები