"მონტენეგრომ წარმატებით დაამარცხა კორონავირუსი"
უკვე 20 დღეა მონტენეგროში კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მონტენეგრო ევროპის პირველი ქვეყანაა, სადაც რამდენიმე დღის მანძილზე არც ერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
"მონტენეგრომ წარმატებით დაამარცხა კორონავირუსი. არც ერთი ინფიცირებული! ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებისთვის, ადამიანის სიცოცხლისთვის, დასრულებულია", - წერს ქვეყნის პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ მონტენეგრო ევროპის ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა. მას შემდეგ, ქვეყანაში 324 პირი დაინფიცირდა და 9 გარდაიცვალა.
სიახლეები
- მაკარონი მდნარი ყველით
- " როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე
- 3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი - 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა - ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 59 მოქალაქე გააძევეს
- " ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის - გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით" - გია ვოლსკი
- "მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას" - ირაკლი კობახიძე