ამ გვერდის ამობედვა

ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის წინააღმდეგობრივი კანონპროექტი დაამტკიცა

ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის უსაფრთხოების შესახებ წინააღმდეგობრივი კანონპროექტი დაამტკიცა.

ახალი კანონის შემუშავებას 2800 დელეგატმა დაუჭირა მხარი. ცვლილებები კანონმდებლობაში აკრძალავს სახელმწიფოს ღალატს, ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას, ამბოხებისკენ მოწოდებას და უცხოეთის ჩარევას.

 

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით ჰონგ-კონგის უსაფრთხოების კანონი არ შეზღუდავს ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიას, მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას და გავლენას არ იქონიებს ინვესტორებზე.

 

ჰონგ-კონგში შიშობენ, რომ ეს ინიციატივა რეალურად მიმართულია მათი დემოკრატიული მოთხოვნებისა და შარშან გამართული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ.

წაკითხვა 368 ჯერ

სიახლეები