ამ გვერდის ამობედვა

ფინეთში ძაღლებს კორონავირუსის ამოცნობაზე წვრთნიან

ჰელსინკის უნივერსიტეტში, საპილოტე კვლევის ფარგლებში, ძაღლებს COVID-19-ის ყნოსვით ამოცნობაზე წვრთნიან.

ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

"ჩვენ ძაღლების წვრთნაში სოლიდური გამოცდილება გვაქვს. ისინი დაავადებასთან დაკავშირებულ სუნებს ადგენენ. ფანტასტიკური იყო იმის ხილვა, როგორ სწრაფად გრძნობენ ძაღლები ახალ სუნს", - აცხადებ ჯგუფ DogRisk-ის ხელმძღვანელი ანა ჰილმი-ბიორგმანი.

 

მისი თქმით, მოკლე დროში ცხოველებმა SARS-CoV-2-ით ინფიცირებული ადამიანების შარდის იდენტიფიკაცია ისევე სანდოდ მოახდინეს, როგორც PCR-ტესტმა.

 

ფინელი მეცნიერები წვრთნების მასშტაბის გაზრდას გეგმავენ, რათა შემდგომ ახალი მეთოდი კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენონ.

წაკითხვა 386 ჯერ

სიახლეები