ამ გვერდის ამობედვა

ბრაზილიაში ერთ დღეში COVID-19-ის 26 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს, ქვეყანა სამედიცინო და პოლიტიკურ კრიზისშია

მსოფ­ლი­ო­ში, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ბოლო კვი­რე­ბია ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა ბრა­ზი­ლი­ა­შია და მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე მწვავ­დე­ბა, რა­ზეც ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის 26 417 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი" წერს.

 

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით­ვე, ბრა­ზი­ლი­ა­ში ბოლო ერთ დღე­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით 1 156 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ვირუსს 26 764 პა­ცი­ენ­ტი ემსხვერ­პლა. ბრა­ზი­ლი­ა­ში სულ კო­რო­ნა­ვირუ­სის 438 238 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. ამ მო­ნა­ცე­მით ის მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა და მხო­ლოდ აშშ-ს ჩა­მორ­ჩე­ბა.

 

სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი პა­ცი­ენ­ტებს ვე­ღარ იტევს. ვირუ­სი გავ­რცელ­და ქვეყ­ნის იმ ნა­წილ­შიც, სა­დაც აბო­რი­გე­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან. მა­შინ, როცა კრი­ზი­სია, სა­ავდმყო­ფო­ე­ბი გა­და­ჭე­დი­ლია, მათ­თვის აღა­რა­ვის სცა­ლია და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე ხელი არ მი­უწ­ვდე­ბათ. ისი­ნი მხო­ლოდ მო­ხა­ლი­სე ექთ­ნე­ბის იმე­დად არი­ან.

 

 

 
ბრა­ზი­ლი­ის ყვე­ლა­ზე დიდი ქა­ლა­ქის, სან პა­უ­ლოს მერი ამ­ბობს, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა კო­ლაფ­სის პი­რა­საა.
 

 

მსოფ­ლიო შეძ­რა ფო­ტო­ებ­მა, სა­დაც ჩანს, რომ ბრა­ზი­ლი­ებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ლილ­თათ­ვის ასო­ბით საფ­ლა­ვი გა­თხა­რეს.

 

 

მძი­მე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას თან ახ­ლავს პო­ლი­ტი­კუ­რი ქა­ო­სიც. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი და ოპო­ზი­ცია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუს აკის­რებს და ამ­ბო­ბენ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა არ მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი ვირუ­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად.

 

უფრო მე­ტიც, ბოლ­სო­ნა­რუ წი­ნა­აღ­დე­გი იყო შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის და თა­ვად აკ­რი­ტი­კებ­და მათ, ვინც კა­რა­ნა­ტი­ნი შე­მო­ი­ღო. ბოლ­სო­ნა­რუ დღემ­დე იცავს თა­ვის პო­ზი­ცი­ას და მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს იმ გუ­ბერ­ნა­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც თა­ვად გა­და­წყვი­ტეს შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა.

 

 

ბოლ­სო­ნა­რუ მი­იჩ­ნევს, რომ პირ­ველ ად­გი­ლას ეკო­ნო­მი­კა უნდა იყოს და არ უნდა მი­ი­ღონ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კას ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. "ხალ­ხი კვდე­ბა?...დიახ, ვიცი ეს, მაგ­რამ კი­დევ უფრო ბევ­რი მოკ­ვდე­ბა, უფრო, უფრო ბევ­რი თუ ეკო­ნო­მი­კას გა­ა­ნად­გუ­რებს გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი" - გა­ნა­ცხა­და ბოლ­სო­ნა­რუმ.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუ თავ­და­პირ­ვე­ლად COVID-19-ს უბ­რა­ლო გრიპს უწო­დებ­და.

 

პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ პირ­ველ ად­გილ­ზე ეკო­ნო­მი­კაა, რო­მე­ლიც გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო ვერ ვი­თარ­დე­ბა. ოპო­ნენ­ტე­ბი ბოლ­სო­ნა­რუს იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის და­წყე­ბის გან­ხილ­ვას მო­ი­თხო­ვენ.

 

 

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 6 მი­ლი­ონს აღ­წევს. გარ­დაც­ვლი­ლია 362 359 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი - 2,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ინ­დო­ე­თი და თურ­ქე­თი.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 395 ჯერ

სიახლეები