აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას წყვეტს - რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას წყვეტს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.



მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აღნიშნა, რომ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე.



”ჩვენ განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე. ჩვენ დღეს ვწყვეტთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი თანხები კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საჭიროებებზე იქნება გადამისამართებული. მსოფლიოს სჭირდება პასუხები ჩინეთისგან. ჩვენ უნდა გვქონდეს გამჭვირვალობა" , - განაცხადა ტრამპმა.

 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება აპრილში გახდა ცნობილი. ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.
 
 
 
წაკითხვა 467 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.