15 ივნისიდან საბერძნეთი საზღვრებს 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის

15 ივნისიდან საბერძნეთი საზღვრებს 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის.

ინფორმაციას BBC საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, 15 ივნისიდან საბერძნეთში ჩასვლა ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობიდან, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, დანიიდან და ფინეთიდან, შეეძლებათ. თუმცა, ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა, სიაში ნახსენები არაა.

 

აღსანიშნავია, რომ სიაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა ჩინეთი, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ისრაელი და ლიბანი მოხვდნენ. საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, 1-ელი ივლისიდან ამ სიას კიდევ არაერთი ქვეყანა დაემატება, რაც მომდევნო დღეების განმავლობაში კორონავირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, 15 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ათენისა და სალონიკის აეროპორტები იმუშავებენ.
წაკითხვა 424 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.