ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის გამო აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის შესასვლელ-გასასვლელები ჩაკეტა

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში სამართლიანობის აღსრულების მოთხოვნით საპროტესტოაქციები გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თეთრ სახლთანაც. აქციის მონაწილეებს ჯორჯ ფლოიდის ფოტოები ეჭირათ და მის უკანასკნელ სიტყვებს : „ვერ ვსუნთქავ“ - სკანდირებდნენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის შესასვლელ-გასასვლელები დროებით ჩაკეტა.

 

საპროტესტო აქციები პოლიციასთან ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, დენვერში, ჰიუსტონში, ფინიქსში, კოლუმბუსსა და მემფისში.

 

ატლანტაში, „სიენენის“ ოფისებთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა დაარბიეს შენობები და დაწვეს პოლიციის მანქანა.

 

დალასში კი აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათ წინააღმეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს. ჯორჯ ფლოიდის ადვოკატისა და ოჯახის თქმით, ყოფილი პოლიციელის დაკავების ფაქტი „მისასალმებელია, მაგრამ დაგვიანებულია.“

 

ოჯახი აცხადებს, რომ ისინი დაკავებული ყოფილი პოლიციელისთვის ბრალის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის წაყენებასა და ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი ყოფილი პოლიციელის დაკავებასაც მოითხოვენ .

 

46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველმა ვიდეომ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯ ფლოიდს სამართალდამცავები ყალბი 20 დოლარიანი კუპიურის გასაღების გამო აკავებდნენ.

წაკითხვა 427 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.