ამ გვერდის ამობედვა

"წარმოუდგენელია, რა იქნებოდა მსოფლიოს მომავალი, ის რომ წითელ არმიას არ დაეცვა"

იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა იქნებოდა მსოფლიოს მომავალი, ის რომ წითელ არმიას არ დაეცვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე აღლუმის დროს განაცხადა.

”წითელი არმიის ჯარისკაცებს არ სჭირდებოდათ ომი, სხვა ქვეყნები, დიდება და პატივი. ისინი იბრძოდნენ მტრის დამარცხებისთვის, გამარჯვებისა და შინ დაბრუნებისთვის. მათ ევროპის თავისუფლებისთვის აუნაზღაურებელი ფასი გადაიხადეს“, - განაცხადა პუტინმა.

 

მისივე თქმით, აუცილებელია, ყველას ახსოვდეს, რომ საბჭოთა ხალხმა ნაციზმზე გაიმარჯვა და მისი სახით საშინელი ბოროტება დაამარცხა.

 

მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღლუმი მიმდინარეობს.

წაკითხვა 566 ჯერ