ამ გვერდის ამობედვა

"ჩემი შვილი სისხლიანი იყო, სახეზეც ეტყობოდა ცემის კვალი" - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ჩეჩენი გოგონას ამბავი




სამი შვი­ლის დედა, 12 ივ­ნისს სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას შე­ე­წი­რა და ქმრის ოჯახ­მა ის იმა­ვე ღა­მეს და­ა­საფ­ლა­ვა, რაც ჩე­ჩე­ნი ხალ­ხის თქმით, ტრა­დი­ცი­ებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

 

შემ­თხვე­ვას ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, საქ­მე­ში ჩა­ერ­თო ჩენ­ჩე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი იმით დას­რულ­და რომ გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ, ხუტ­მატ დავ­ლეტ­მირ­ზა­ე­ვამ კა­დი­როვ­სა და ქვე­ყა­ნას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და "არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო". ეთერ­ში გა­ვი­და მისი ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც შვილმკვდა­რი ქალი ამ­ბობს, რომ მან ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ უც­ნო­ბის­გან მი­ი­ღო, რო­მელ­მაც ტე­ლე­ფო­ნით აც­ნო­ბა, რომ მის ქა­ლიშ­ვილს ქმა­რი სა­სიკ­ვდი­ლოდ სცემ­და...

 

"ვერ­სია, რო­მე­ლიც მე ტე­ლე­ფო­ნით მო­მა­წო­დეს, თით­ქოს ჩემი სი­ძის სახ­ლი­დან მუდ­მი­ვად ჩხუ­ბი­სა და ყვი­რი­ლის ხმე­ბი ის­მო­და, სი­მარ­თლე არ აღ­მოჩ­ნდა, არც ის, რომ ჩემს შვილს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ყვე­ლას ბო­დიშს ვუხ­დი ჩემი გა­მოს­ვლის­თვის," - ამ­ბობს ქალი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა­ში...

 

"თუმ­ცა, თავ­და­პირ­ვე­ლად გარ­დაც­ვლი­ლის დედა ამ­ტკი­ცებ­და, რომ მის შვილს სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი, ნა­ი­ა­რე­ვე­ბი და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი ეტყო­ბო­და და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის მწვა­ვე სის­ხლდე­ნის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

 

 
ხუტ­მატ დავ­ლეტ­მირ­ზა­ე­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­გა­ში ატე­ხა, რომ შვი­ლი მო­უკ­ლეს, რო­მე­ლიც სამ შვილ­თან და ქმრის ოჯახ­თან ერ­თად, გუ­დერ­მეს­ში (გროზ­ნოს შემ­დეგ სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლა­ქი ჩეჩ­ნეთ­ში) ცხოვ­რობ­და. ქა­ლის თქმით, ის რომ ქმრის ოჯახ­მა 23 წლის მა­დი­ნა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს და­ა­საფ­ლა­ვა, ბევრ სხვა ფაქ­ტორ­თან ერ­თად, ეჭვს იწ­ვევ­და, რომ გო­გო­ნა ქმარს ცე­მი­სას შე­მო­აკ­ვდა.

 

ად­გი­ლობ­რივ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა, უმა­ე­ვე­ბის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნით გვა­მის ექ­სჰუ­მა­ცია ჩა­ა­ტა­რა. საქ­მის კურ­სში იყო ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვიც, რო­მე­ლიც გუ­დერ­მეს­ში ჩა­ვი­და, იქა­ურ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შეხ­ვდა და თქვა, რომ "საქ­მე პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა".

 

"მე ვნა­ხე ჩემი შვი­ლის ცხე­და­რი, რო­დე­საც ის საფ­ლა­ვი­დან ამო­იყ­ვა­ნეს... იქ იყო რუ­სუ­ლი მე­დია და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ჩემი გო­გო­ნა სის­ხლი­ა­ნი იყო, სა­ხე­ზეც ეტყო­ბო­და ცე­მის კვა­ლი. ამი­ტო­მაც იყო მისი ქმა­რი ექ­სჰუ­მა­ცი­ის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი," - ამ­ბობ­და ხუტ­მატ დავ­ლეტ­მირ­ზა­ე­ვა Кавказский Узел-თან სა­უბ­რი­სას და დას­ძენ­და, რომ მის­მა შვილ­მა არა­ერ­თხელ სცა­და მო­ძა­ლა­დე ქმრის­გან გაქ­ცე­ვა.

 

"თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ გარ­დაც­ვლილს გა­რე­გა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და და გო­გო­ნას დედა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, "ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის" გავ­რცე­ლე­ბის­თვის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის­თვის ბო­დი­ში მო­ე­ხა­და. კა­დი­რო­ვი დავ­ლეტ­მირ­ზა­ე­ვას იმ ინ­ფორ­მა­ტო­რის და­სა­ხე­ლე­ბას სთხოვ­და, ვინც მას ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, შემ­დეგ კი ბრძა­ნე­ბა გას­ცა, ქა­ლის­თვის სა­მი­ვე შვი­ლიშ­ვი­ლი წა­ერ­თმი­ათ და მა­მის, ვის­ხა­ჯი ხა­მი­დო­ვის­თვის გა­და­ე­ცათ..." - წერს გა­მო­ცე­მა.

 

რო­გორც უფ­ლე­ბამ­ცვე­ლი სვეტ­ლა­ნა გა­ნუშ­კი­ნა წერს, გვა­მის ექ­სჰუ­მა­ცია ჩე­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის ჩა­სა­წყნა­რებ­ლად ჩა­ტარ­და, თუმ­ცა, ცალ­კე სა­კი­თხია, მისი ობი­ექ­ტუ­რო­ბა.

 

"კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ცხა­დია არ აწყობ­და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, მით უფრო, რომ მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ქმა­რი სამ­ხედ­რო პი­რია და ეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის "რე­ი­ტინგზე" აი­სა­ხე­ბო­და. ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბა და მისი დას­ჯა ბიძგს მის­ცემ­და სხვა ქა­ლებ­საც, ამო­ე­ღოთ ხმა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­ა­აღ­მდეგ, ამი­ტომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა გა­ა­ყალ­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი," - მი­იჩ­ნევს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

 

შემ­თხვე­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბლო­გე­რი ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დევ­ნის გამო ჩეჩ­ნე­თი­დან რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­იქ­ცა. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მა­დი­ნა უმა­ე­ვა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია და გა­მო­ძი­ე­ბას სი­მარ­თლის გა­მოვ­ლე­ნა არ აწყობს. მი­სი­ვე თქმით, ჩეჩ­ნეთ­ში კი­დევ ერთი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი მიჩ­ქმა­ლეს.

 

ცნო­ბის­თვის, ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში რამ­ზან კა­დი­როვ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 207 და­სა­ო­ჯა­ხე­ბელ ჩე­ჩენ მა­მა­კაცს სა­ხელ­მწი­ფო 50-50 000 რუბ­ლით დახ­მა­რე­ბო­და, რათა პან­დე­მი­ის გამო შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათ სა­პა­ტარ­ძლო­ე­ბის "გა­მოს­ყიდ­ვა" მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ.

წაკითხვა 720 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 24 2020