ამ გვერდის ამობედვა

აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 14 305-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 14 305-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 174 ადამიანი.

 

გამოჯანმრთელდა 7 768 პაციენტი. ხოლო 6 363 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

 

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 441 961 ტესტი ჩატარდა.

წაკითხვა 367 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 24 2020